logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ მოგვაპოვებინა კონკურენტული უპირატესობაა საგარეო ბაზრებზე და ახლა ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი არის ექსპორტი
ნათია თურნავა: ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ მოგვაპოვებინა კონკურენტული უპირატესობაა საგარეო ბაზრებზე და ახლა ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი არის ექსპორტი
12:38 29.10.2020
„მიუხედავად იმისა, რომ სამყარო გლობალურად ებრძვის პანდემიას და საქართველოც, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ვერ იქნება გამონაკლისი, უკვე ჩანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების პირველი ნიშნები, რაც აისახება თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის პროცენტის შესუსტებაში და სრულიად ლოგიკურია, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში, სავალუტო ფონდმა შეაფასა საქართველოს პერსპექტივა იმდაგვარად, რომ უახლოეს წლებში ჩვენ კვლავ ვიქნებით ერთ-ერთი რეგიონული ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით“ - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021-25 წლებში ჩვენი ეკონომიკის ყოველწლიური, საშუალო ზრდის ტემპი 5,5 იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლოეს პერიოდში დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული პრობლემები, კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას და კვლავაც შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ რეგიონული ლიდერის სტატუსი.

„ამის პირველი ნიშნები ამ თვეებში ჩანს არამარტო ეკონომიკური ვარდნის შესუსტებაში, არამედ ჩანს, თუნდაც, ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. მაგალითად: 2019 წელს ჩვენი ექსპორტი აღწევდა რეკორდულ მაჩვენებლებს, წელს კი, მიუხედავად კოვიდისა, იმ რეკორდულ ნიშნულებთან შედარებითაც გვაქვს სერიოზული ზრდა - სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა 8,6 პროცენტით და აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე), გაიზარდა 27 პროცენტით“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ეს, პირველ რიგში, ადასტურებს, რომ სრულიად სწორი და გამართლებული იყო ხელისუფლების მყისიერი გადაწყვეტილება პანდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, როცა მიღებული იყო მკაცრი ზომები და იმართებოდა პანდემიის გავრცელება.

„ამან მოგვცა საშუალება, რომ ძალიან სწრაფად აღგვედგინა ეკონომიკური საქმიანობა ბევრ სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში და თუ შევხედავთ, ვინ არის მოწინავე და ლიდერი ექსპორტის ზრდაში, მათ შორის არის სწორედ სასოფლო-სამეურნეო და მისი გადამუშავებით წარმოებული პროდუქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სხვა ქვეყნები შედარებით უფრო დაკეტილი იყო, ჩვენ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში შევძელით და გავიტანეთ ბაზარზე უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე სამკერვალო ნაწარმი, სხვა ბევრი პროდუქცია და ახალი ბაზრები ავითვისეთ. შესაბამისად, იმ პერიოდმა, როდესაც ჩვენ მინიმუმზე გვქონდა დაყვანილი ინფიცირებულთა რაოდენობა და გვქონდა მკაცრი შემზღუდავი ზომები, მოგვცა საშუალება მოგვეპოვებინა კონკურენტული უპირატესობაა საგარეო ბაზრებზე და სწორედ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი ახლა არის ექსპორტი“ - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა