logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში ტექნოპარკი გაიხსნა
ბათუმში ტექნოპარკი გაიხსნა
14:12 28.10.2020
ბათუმში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა.

ტექნოპარკის დასრულებული შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე ტექნოპარკი, ხოლო მეორე და მესამე სართულზე პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდა. უნივერსიტეტთან ინტეგრირება აკადემიური წრეებისა და სტუდენტების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.

ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი აჭარის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარი გამოიყო.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ახალგაზრდების იდეების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ტექნოპარკის ფუნქციონირება.

,,ბსუ-ს ახალი კამპუსის შენობაში ახალგაზრდებისთვის ახალი სივრცე - ტექნოპარკი გაიხსნა, რომელიც მნიშვნელოვანია სტარტაპების განვითარებისთვის. არის ლაბორატორიული რესურსი, თანამედროვე დანადგარები, ახალი ტექნოლოგიები. ეს არის სივრცე, რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს მათი იდეების რეალიზების საშუალებას. აღვნიშნავ ასევე, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს როგორც IT-ს სფეროს, ასევე სხვა გლობალური კომპანიების მხარდასაჭერად, მათ მოსაზიდად რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო, საკრუინგო ბიზნესი და ის შეღავათები, რომელიც საქართველოს მთავრობამ დააწესა ახალი ცვლილებებით.

იმედი მაქვს, რომ ტექნოპარკთან სინერგიაში მიღწეული იქნება კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გარემო და კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მოვუწოდებ ყველას მაქსიმალური აქტიურობისკენ“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“. ტექნოპარკში თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ამასთან, წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) უახლესი დანადგარებით.

აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების მობილიზებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა