logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: სამეგრელოში, სხვა რეგიონების მსგავსად, გაზიფიცირება ინტენსიურად მიმდინარეობს და 2021 წლისთვის 92 დასახლებული პუნქტის 40 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება
ნათია თურნავა: სამეგრელოში, სხვა რეგიონების მსგავსად, გაზიფიცირება ინტენსიურად მიმდინარეობს და 2021 წლისთვის 92 დასახლებული პუნქტის 40 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება
17:50 27.10.2020
„გაზიფიცირების სამუშაოები ყველა რეგიონში ძალიან ინტენსიურად მიდის, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, თუმცა, განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოში, სადაც 2012 წლადე გაზიფიცირების დონე ძალიან დაბალი იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2021 წლისთვის სამეგრელოში ყველაზე მეტი - 92 დასახლებული პუნქტი და 40 ათასზე მეტი ოჯახი იქნება გაზიფიცირებული.

„გაზიფიკაცია ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სოციალური ყოფის გაუმჯობესება, არ არის მხოლოდ ჩვენი კომფორტი და გაზი სახლებში. ეს არის ახალი შესაძლებლობა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეს არის ახალი შესაძლებლობა მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. სამეგრელო ტრადიციულად ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა სამეწარმეო პროექტში. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომ არ ჩავთვალოთ უკვე განხორციელებული ათასობით სასოფლო-სამეურნეო პროექტი, ბოლო წლებში 20 ინდუსტრიული საწარმო დაფინანსდა, 28 მცირე და საოჯახო სასტუმრო, 914 მიკროგრანტი გაიცა. როგორც იცით, ამ დღეებში მიმდინარეობს განაცხადების მიღება მიკროგრანტების მიღებაზე და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ სამეგრელოა, საიდანაც 1800-მდე განაცხადი უკვე შემოვიდა მიკროგრანტების და მცირე ბიზნესის დაწყების მსურველთგან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

წალენჯიხაში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი - 1 მილიონ 400 ათასამდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში. მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაშია შესულია და გაზი მიეწოდება 312 ათასზე მეტ ოჯახს 1000 - ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. 2019-2021 გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2021 წლის ბოლოს, გაზგამანაწილებელ ქსელში დამატებით 90,000-მდე აბონენტი ჩაერთვება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა