საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში საარსებო მინიმუმმა 145.5 ლარი შეადგინა. სწორედ აღნიშნულ მაჩვენებელზე განსაზღვრა აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის
მამაკაცის საარსებო მინიმუმი სტატისტიკის სამსახურმა.
ამასთან, გასულ თვეში ერთსულიანი ოჯახისთვის საარსები მინიმუმი 128.9 ლარია, ორსულიანის - 206.2 ლარი, სამსულიანი ოჯახისთვის კი - 232 ლარი. აგვისტოში ექვსი და მეტსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 342.9 ლარზე დაფიქსირდა.
ზოგაგად, მიმიდნარე წლის ივლისში საარსებო მინიმუმი, აგვისტოს მაჩვენებელზე 1 ლარით მცირე, 146.5 ლარი იყო, ხოლო გასული წლის აგვისტოში კი - 155 ლარი.

















