logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: 2021 წლის ბოლოს 1 400 000-მდე აბონენტი იქნება ჩართული ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში და მათ მომდევნო წლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტი დაემატება
ნათია თურნავა: 2021 წლის ბოლოს 1 400 000-მდე აბონენტი იქნება ჩართული ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში და მათ მომდევნო წლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტი დაემატება
17:05 27.10.2020
„წალენჯიხის გაზიფიცირება, სადაც არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და პირველად ჩვენ შევიყვანეთ, არის ქვეყნის მასშტაბური გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ერთი კონკრეტული ნაწილი და სწორედ აქედან მომეცა საშუალება, მოსახლეობისთვის ანგარიში ჩამებარებინა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საქართველოში“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც გაზიფიცირების გაწეულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა წალენჯიხისთვის, რადგან აქ პირველად ისტორიაში შევიყვანეთ ბუნებრივი აირი. ძალიან რთული პროექტი განხორციელდა - 39 კმ მკვებავი მილი იქნა გაყვანილი ასეთ რთულ რელიეფში, მაგრამ ახლა წალენჯიხელებს აქვთ გაზი და 2021 წლის ბოლომდე ყველა თემს - 49 დასახლებულ პუნქტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სრულად ექნება ბუნებრივი აირი“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, 2019 – 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოში 384 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება და ჩვენი ქვეყნის გაზიფიცირების დონე გადააჭარბებს 90 პროცენტს, რაც, მინისტრის თქმით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

„მიუხედავად ამისა, რადგან კიდევ რჩება დასახლებული პუნქტები, სადაც გვინდა, რომ შევიყვანოთ ბუნებრივი აირი, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ გაზიფიცირების პროგრამა და 2022-24 წლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განვახორციელოთ - შედეგად 2024 წლის ბოლოს საქართველოში 600-ზე მეტი ქალაქი და სოფელი მიიღებს ბუნებრივ აირს, რაც არის არამარტო სოციალური ყოფის გაუმჯობესება, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაც“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ წალენჯიხაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია
გამართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი - 1 მილიონ 400 ათასამდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში.

მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაშია შესული და გაზი მიეწოდება 312 ათასზე მეტ ოჯახს 1000 - ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. 2019-2021 გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2021 წლის ბოლოს, გაზგამანაწილებელ ქსელში დამატებით 90,000-მდე აბონენტი ჩაერთვება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა