logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე ჩვენი რეგიონიდან არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ საქართველო მიიწვიეს, რაც ჩვენი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია
ეკატერინე მიქაბაძე: სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე ჩვენი რეგიონიდან არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ საქართველო მიიწვიეს, რაც ჩვენი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია
23:40 24.10.2020
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის დისკუსია სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს. წლიური შეხვედრის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციებმა ასევე გამართეს მაღალი დონის დიალოგი პანდემიის პირობებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისათვის ქვეყნების პოლიტიკის გაძლიერების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ. როგორც პირველ, ასევე მეორე დისკუსიაში მაგალითად მოყვანილი იყო საქართველო, როგორც რეგიონის ლიდერი ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონიდან, არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ მიწვეულ იქნა საქართველო. „ეს საქართველოს კიდევ ერთი აღიარება და მისი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია. ჩვენი პარტნიორებისათვის საინტერესოა, როგორია საქართველოს ხელისუფლების მიერ დასახული გზები და როგორ შეიძლება იქნეს დაძლეული კრიზისი როგორც ქვეყანასა და რეგიონში, ისე გლობალურად,“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, მართავს მაღალი დონის დისკუსიებს თითოეულ რეგიონთან, სადაც წევრი ქვეყნები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს, როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური აქტივობის სრულყოფილი აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში. გარდა ამისა, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, ორგანიზებას უწევს მაღალი დონის დისკუსიას პრიორიტეტულ თემაზე - პანდემიიდან გამომდინარე, წელს საუბარი წარიმართა ციფრულ ტექნოლოგიებზე და ეროვნული მთავრობების ინიციატივებზე მისი განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ წელს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ობიექტივში საქართველო მოექცა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს აქვს მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ხედვა სამოდელოა მსოფლიოს არაერთი სხვა ქვეყნისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა