logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი პრემიერთან შეხვედრაზე: ჩვენი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება
ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი პრემიერთან შეხვედრაზე: ჩვენი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება
23:38 24.10.2020
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მთავრობას იმისთვის, რომ პირდაპირი დიალოგის რეჟიმში ვართ ჩართულნი, - ამის შესახებ „ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელმა“ თამუნა თანდაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იგეგმება ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნშვნელოვანია.

„პრიორიტეტად დავისახეთ ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა, რომლის განახლებულ ვერსიასაც მალე იხილავთ. ის მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ასე აქტუალურად დავინახეთ კრიზისულ სიტუაციაში. კარგი სიახლე არის ის, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება, ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე, ამ ალიანსში გაერთიანებულია ტურიზმის სფეროს თითქმის ყველა წარმომადგენელი ასოციაცია და 5 000-ზე მეტი ადამიანი, შესაბამისად, ის ინსტრუმენტები რაც აქვს ალიანსს ჩვენ შევთავაზეთ ბატონ პრემიერ-მინისტრს რომ შესაძლებელია, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ბუნებრივია, სახელმწიფოს რესურსები არ არის შეუზღუდავი და დახმარების ის პაკეტები, რომლებიც სხვადასხვა სფეროზეა გათვალისწინებული, პრიორიტეტულად მათ შორის „ჰორეკა სექტორსა“ და ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე იქნება გათვალისწინებული, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ შეუზღუდავი და ულიმიტო არ არის ეს რესურსები, აქედან გამომდინარე ჩვენ, ჩვენი ძალებით, კომპეტენციის ფარგლებში, მზად ვართ, რომ ახალი სერვისების პროდუქტების შესაქმნელად ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რათა როდესაც დასრულდება და დიდი იმედი მაქვს, სწრაფად დასრულდება კრიზისული სიტუაცია, სწრაფად ჩავერთოთ განახლებული ტურისტული მიმართულებების განვითარებაში, ზოგადად ტურიზმის განვითარებაში და მაქსიმალურად ვეცადოთ ინდუსტრიისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ის საგადასახადო შეღავათები, რომელსაც ინდუსტრია ითხოვს გავაჟღერეთ შეხვედრაზე და მივიღეთ პირობა, რომ განხილული იქნება და ეტაპობრივად შევეცდებით, რომ მივიღოთ ის სარგებელი, რაც ინდუსტრიას ასე სჭირდება, განსაკუთრებით, ტურისტული კომპანიების სეგმენტში, რომლებმაც უნდა ისარგებლონ იმ დახმარების სუბსიდიის პაკეტით, რაც გათვალისწინებულია საბანკო პროცენტებთან მიმართებაში, ვინაიდან, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრები არიან, IATA-ს ტურისტულ კომპანიებზეა საუბარი და ადმინისტრაციული თვალსაზრისით უფრო სწრაფად რომ მოხდეს მათთვის ამ შეღავათების ამოქმედება,“- განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა