logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო წამყვანი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე
ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო წამყვანი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე
16:28 24.10.2020
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო წამყვანი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსფ-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრის შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა ქვეყნის მიერ ბოლო წლებში გატარებულ ფისკალურ პოლიტიკაზე.

„ვისაუბრეთ ფისკალური თვალსაზრისით რა საპასუხო ნაბიჯები გადავდგით კოვიდ 19-ით გამოწვეულ კრიზისზე საპასუხოდ. ასევე, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რას ვგეგმავთ მომავალში, როგორ ვხედავთ 2021 წლის ეკონომიკურ განვითარებას როგორც რეგიონში, ისე საქართველოში. გარდა ამისა, წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა კიდევ უფრო მეტი როლი ითამაშონ ამ კრიტიკულ დროს, რომლის მომსწრენიც ვართ მთელ მსოფლიოში,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაღალი შეფასება მისცა იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო ბოლო წლებში ატარებდა.

„ყველაზე მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გარდა იმისა, რომ მაღალი შეფასება მისცა იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო ბოლო წლებში ატარებდა, აღგვითქვა რომ 2021 წელს და შემდეგ პერიოდშიც ის იქნება ჩვენ გვერდით. მაქსიმალურად დაგვეხმარება, არა მარტო ექსპერტიზით, თანხებს მობილიზებით და ა.შ, არამედ პირველ რიგში, გვერდით დაგვიდგება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ამ გამოწვევების ფონზე. შესაბამისად, მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ მიუხედავად ამ კრიზისისა, ჩვენ ყველანაირად მომზადებულები ვიქნებით ფისკალური თვალსაზრისით. მაკროეკონომიკური პოლიტიკა გაგრძელდება და იქნება ისეთივე დამაჯერებელი, როგორიც იყო ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ერთადერთი გზა, ერთადერთი რეცეპტი, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და ეკონომიკამ დაიწყოს აღდგენა. შესაბამისად, ამ კუთხით შეგვიძლია ბიზნესსაც ვუთხრათ, რომ საქართველოში შენარჩუნდება სტაბილური გარემო და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სწრაფი აღდგენა დაიწყოს რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა