კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კარტოფილით განთქმულ ახალციხესა და ახალქალაქში აღნიშნული კულტურის
წარმოება, 2004 წელთან შედარებით, 25%‐ით შემცირებულია.
როგორც ივანიშვილმა ახალციხეში გამართულ აქციაზე განაცხადა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მთავრობა მაღალმოსავლიან კარტოფილის ჯიშების შემოტანაზე იზრუნებს. ის ასევე, გლეხებსა და ფერმერებს ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა სათესლე მასალით უზრუნველყოფს.
აქციაზე ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთისთვის დამახასიათებელი ვაზის იმ ჯიშებზე ისაუბრა, რომელთა მოძიება და აღდგენა, მისი თქმით, ჯერ კიდევ 2008 წლიდან სპეციალურად შექმნილ საცდელ‐სანერგე მეურნეობებში დაიწყო.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ რეგიონს ვაზის
კულტურის აღორძინებასა და განვითარებაში დაეხმარება.

















