logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები
16:58 20.10.2020


ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი პრეზენტაციის თემა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკაა, რამდენადაც ეს არის ის თემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ თეზისების დონეზე წარვადგინეთ ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს და ყველა მიმართულებას და იქვე გავეცით დაპირება, რომ დეტალურად წარვადგენდით პროგრამას თითოეული სფეროს მიხედვით. ვიწყებთ სწორედ ამ საკითხებით, ეს არის ეკონომიკური განვითარება და ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის განვითარება. ეს არის ის თემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას ქალაქი რუსთავი მასპინძლობს და ეს შემთხვევითი არ არის, რუსთავი არის ქალაქი, რომელიც დაფუძნდა, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება ამ ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, საყურადღებოა, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს ამ ქალაქში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში.
რუსთავისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინფრასტრუქტურული განვითარებაც.
ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ეკოლოგიაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ ქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, სოციალური პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაკეთდა გასული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენთან ეკონომიკის მდგომარეობა და გაუმჯობესდეს თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში მეტი კეთილდღეობა შევიდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა