logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება
ნათია თურნავა: ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება
13:29 20.10.2020
„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს და ეს არის, ძირითადად, ევროპული მიმართულებები - გამოიცა ახალი, ე.წ „ნოტამი“ და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს “ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მათ შორის არის ისეთი მიმართულებებიც, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა შეზღუდული ფორმატით რეისები, მათ შორის ჩარტერული, ახლა კი ეს მიმართულებები არის ღია რეგულარული ფრენების შესრულებისთვის. „ეს არის ტრადიციული მიმართულებები, როგორიც არის მიუნჰენი, პარიზი, რიგა - აქ კომპანიებს შევთავაზეთ გაზარდონ სიხშირეები. რახ შეეხება დანარჩენ მიმართულებებს - ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი - ამ მიმართულებებით იმ კომპანიებს, რომლებიც აქამდეც ასრულებდნენ რეისებს, აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ რეგულარული ფრენები“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კონკრეტული დეტალები, მაგალითად, რა სიხშირით და როდიდან განახლდება ფრენები, დიდად არის დამოკიდებული თვითონ ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ ავიაკომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. „ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს მიდგომებზე, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს რეისების ეტაპობრივი გახსნა. იცით, რომ მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, არის კორონავირუსის მეორე ტალღა, აქედან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი არჩევანი არის ადაპტაცია, ჩვენი არჩევანია იმდაგვარად ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი და ამ ლოგიკაში აბსოლუტურად ორგანულად ჯდება ფრენების და მობილობის ის ეტაპობრივი გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვიზიტორებისთის, მათ შორის ბიზნესვიზიტორებისთვის, რაც უკვე განხორციელდება ნოემბრის თვიდან“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა