logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ჩიქოვანი: ჰიდროენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის
გიორგი ჩიქოვანი: ჰიდროენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის
17:38 19.10.2020
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ორგანიზებით, თბილისში დიდი კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელზეც გაიმართა დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) ბიულეტენების („კაშხლის ზედამხედველობის ინსტრუქცია“ და “სეისმური პარამეტრების შერჩევა დიდი კაშხლებისთვის”) ქართული თარგმანის პრეზენტაცია, ასევე განხილულ იქნა საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის. მისი თქმით, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, საზოგადოება სრულად იყოს დარწმუნებული, რომ დაცულია საერთაშორისო სტანდარტები როგორც არსებული ენერგოობიექტების ექსპლუატაციისას, ასევე ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას. „საქართველოს აქვს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა და მისი ეფექტური ექსპლუატაციის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. ამავე დროს, ჰიდროენერგეტიკაში ჩვენი ინიციატივით ინერგება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები. მსგავსი კონფერენციები მიზნად ისახავს სექტორისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაეზიარებინათ გამოცდილება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს წარმატებით აქვთ დანერგილი როგორც მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების, ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ღონისძიებაზე განხილული იქნა საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წარმოადგინა მოხსენება ჟინვალჰესის მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების შესახებ, შვეიცარიულმა კომპანია Stucky-მ კი - ქვედა ნამახვანი ჰესის კაშხლის დინამიურობის ანალიზი. მათ შორის, განხილული იყო ამ კაშხლის გამორჩეული სეისმომედეგობა. ასევე წარმოდგენილი იყო ასევე მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ღონისძიებას დაესწრნენ ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა