logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
Emerging Europe: ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის
Emerging Europe: ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის
17:00 19.10.2020
,,ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის“ - ასეთია ევროპული პრესტიჟული ანალიტიკური გამოცემის “Emerging Europe“ - ის სტატიის სათაური, რომელიც საქართველოს ეკოსისტემას მიმოიხილავს. სტატიის ავტორი მსოფლიო ბანკის ოფიციალურ მონაცემებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს, ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ კი მეორე ადგილზეა. ჟურნალისტი იმასაც დასძენს, რომ საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიების დონე მოცემულ ეტაპზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. ,,ქართული სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლებმა დაიწყეს გლობალურ პროექტებზე მუშაობა, ისინი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური გამოწვევების მოგვარებაზე არიან ორიენტირებულები და სურთ დაიპყრონ მსოფლიო“ - ვკითხულობთ ტექსტში.

სტატიის ავტორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე განხილულია GITA - ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებში ინოვაციების სააგენტომ უკვე მეხუთედ გამოავლინა 20 გამარჯვებული სტარტაპი, თითოეულ მათგანს 100 000 ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა.

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისა და ქართული სტარტაპების გლობალური წარმატების მიმოხილვისას ავტორი კონკრეტულ მაგალითსაც განიხილავს. „Stack App - სტარტაპი, რომელიც ინტერნეტში მუშაობაზე წარმოდგენას მთლიანად ცვლის. გლობალური გაფართოების მიზნით კომპანიაში 850,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს 500 Startups -მა (აშშ) და უმსხვილესმა ჰოლანდიურმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital.“ - აღნიშნულია სტატიაში.













სტატიაში საუბარია ასევე IT სექტორში საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე, კერძოდ კი საერთაშორისო კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ხუთ პროცენტამდე შემცირებაზე. ,,ეს კარს უღებს ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც უკეთეს ადგილს ეძებს საკუთარი ბიზნესისთვის“ - წერს ჟურნალისტი.

სტატიის ლინკი: https://bit.ly/3dCraIR

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა