მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა
30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2100 შეადგინა.
რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, ეროვნული ბანკი მას 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

















