logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შემოსავლების სამსახურის მოქმედ ვებგვერდთან ერთად ახალი ვებგვერდი ტესტირების რეჟიმში იმუშავებს
შემოსავლების სამსახურის მოქმედ ვებგვერდთან ერთად ახალი ვებგვერდი ტესტირების რეჟიმში იმუშავებს
16:27 19.10.2020
მიმდინარე წლის 19 ოქტომბერიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას.

ახალი დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებსა და ბევრად უფრო მარტივია მისი გამოყენება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მოქმედი ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებლებს.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგიისა და 2020 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომლის უმთავრესი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით არსებული მომსახურების კიდევ უფრო სრულყოფა და განვითარება.

ვებგვერდის განახლების პროცესი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა. საწყის ეტაპზე, განისაზღვრა ვებგვერდის სტრუქტურა, საიტის ერთიანი სტილი და დიზაინი, ხოლო მეორე ეტაპზე - კონტრაქტორი კომპანიის (შპს „ბოქსვუდი“) მიერ ფუნქციონალური სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის ტექნიკურმა გუნდმა სრულად გამართა ელექტრონული სერვისები. ამასთან, განხორციელდა სტანდარტული და არასტანდარტული გვერდების შინაარსის მთლიანი რედაქტირება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან, პროექტში ჩართული იყო, დაახლოებით, 50 სხვადასხვა კომპეტენციისა და სპეციფიკის მქონე სპეციალისტი, რომელთა მუშაობის შედეგად:



· სრულად შეიცვალა და თანამედროვე მოთხოვნებს მოერგო ვებგვერდის ვიზუალური მხარე;

· მინიმალისტური სტილის მთავარი გვერდი ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე;

· საკონსულტაციო ინფორმაცია დაიყო ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით. ამასთან, სრულად შეიცვალა საკონსულტაციო ინფორმაციის განლაგების სტრუქტურა;

· გაუმჯობესებული საძიებო სიტემის გამოყენებით განახლდა ვებგვერდის შინაარსი;

· ინგლისურ ენაზე ითარგმნა 200-მდე საკონსულტაციო სტატია;

· შემუშავდა ვებგვერდის მართვის შიდა პროცედურული დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დროულ განახლებას;

· ახალი ვებგვერდი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;

· მაღალი დაცულობისა და სანდოობის ვებგვერდი მკაცრად დაიცავს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს.



გარდა ამისა, ვებგვერდი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები „უკუკავშირის“ მეშვეობით. განახლებულ ვებგვერდზე, ასევე, დაინერგება ახალი საკომუნიკაციო არხი - „RS ჩატი“.

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პირველ ეტაპზე, ვებგვერდი იმუშავებს სატესტო რეჟიმში და მომავალში მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბანკებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციების, ასევე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. ამასთან, პროქტის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა შედგა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი www.rs.ge


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა