logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე
გიორგი გახარია: სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე
15:59 15.10.2020
ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან 5,5%-მდე, გარდა ამისა, მცირედი, მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და ასევე სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში - 8%-ზე მეტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებლები საფუძველია იმისთვის, რომ სწრაფად აღდგეს და შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და ქვეყანას ჰქონდეს კონკურენტული უპირატესობა.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა. მინიმალური ზიანი უნდა მიიღოს ეკონომიკამ. გარკვეული შედეგები მეორე ტალღის დაწყებამდე ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან 5,5%-მდე. გარდა ამისა, მცირედი, მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და ასევე სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში - 8%-ზე მეტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით.

ეს ყველაფერია საფუძველი იმისთვის, რომ სწრაფად აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, გარდა ამისა, ქვეყანამ პოზიტიური რეიტინგები შეინარჩუნოს იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღდგენის პერიოდში გვქონდეს ის კონკურენტული უპირატესობა, რაც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი იქნა სწორად დანახული და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა საქართველოს შეუნარჩუნეს რეიტინგები. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ტურბულენტობაში, რაც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ასევე ევროპაში ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. .

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით.

„ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით. ეს არის საპროგნოზო ციფრები და თუ ჩვენ სწორად ვმართავთ ვირუსს და ეკონომიკურ პროცესებს, გვექნება შესაძლებლობა, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა