logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე Salesforce-სთან ერთად იზრუნებს
საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე Salesforce-სთან ერთად იზრუნებს
15:08 13.10.2020
საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზირებული გამოცდილობის შექმნის მიზნით, მსოფლიოში წამყვან, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა - “Salesforce“-თან თანამშრომლობას იწყებს. კოლაბორაცია ბანკს მომხმარებლებისთვის მის ინტერესებსა და საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული შეთავაზებების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ტრანსფორმაციისაკენ, რომელიც ბანკს მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულ ბიზნეს პლატფორმის მომწოდებლად აქცევს.

Salesforce-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა და მრავალწლიანი გამოცდილების დახმარებით, ბანკისთვის შესაძლებელი გახდება ერთ პლატფორმაზე გააერთიანოს მისი მომხმარებლის ყველა გამოცდილება. პროექტის წარმატების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბანკმა Salesforce-ის მნიშვნელოვან პარტნიორთან, Isobar-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ეს შეთანხმება ბანკს მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროდუქტების თუ სერვისების შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს.

„მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა Salesforce-ს შორის. ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას ჩვენს საქმიანობაში და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები, რათა მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან. გვჯერა, რომ Salesforce-ის მეშვეობით საქართველოს ბანკი შეძლებს კიდევ უფრო უკეთ მოემსახუროს მომხმარებელს, რაც ჩვენთვის ერთის მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

“ამ რთულ პერიოდში დიჯიტალიაზაცია უკვე საჭიროება გახდა. კომპანიის ციფრული გარდაქმნის ცენტრში მომხმარებლის დაყენება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, რომელიც უკვე დიდი ხანია საზოგადოებას მრავალფეროვან საკომუნიკაციო არხს სთავაზობს. 360 გრადუსით მომხმარებლის საჭიროებების და ჩვევების გააზრება საქართველოს ბანკს მისცემს შესაძლებლობას, მათ მაქსიმალურად პერსონიზირებული სერვისი შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა „Salesforce” - თან ერთად დაიწყო“, -განაცხადა პეტრა ჯენერმა, განვითარებად ბაზრებსა და ისრაელში „Salesforce”-ის გენერალურმა მენეჯერმა და უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, „Salesforce“-ი მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაში გლობალური ლიდერია, რომელიც კომპანიებს აახლოებს საკუთარ მომხმარებელთან. კომპანია 1999 წელს დაარსდა და ის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ზომის თუ ინდუსტრიის ორგანიზაციას ისარგებლოს ისეთი ინსტრუმენტებით როგორციაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რათა დიდმა კომპანიებმა შეძლონ მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროებების 360 გრადუსით დანახვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა