logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩოხატაურში რძის გადამამუშავებელი საამქრო შენდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩოხატაურში რძის გადამამუშავებელი საამქრო შენდება
11:16 12.10.2020
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. აგროსექტორის წახალისების მიზნით ბანკმა 73,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩოხატაურის რაიონში, მაღალმთიან სოფელ ზოტში რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობას მოხმარდება. საამქრო მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყებს ოპერირებას.

საამქრო ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიძენს რძეს, რაც მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ფერმერებისთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან ხელს შეუწყობს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ადგილზე რეალიზაციას.

საწყის ეტაპზე საწარმოში ყოველთვიურად დაახლოებით 15 ტონა რძის გადამუშავება, ასევე ყველისა და სულგუნის წარმოება იგეგმება. რეალიზაცია პირველ ეტაპზე განხორციელდება ჩოხატაურში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ბათუმში. სამომავლოდ საწარმო პროდუქციის გამრავალფეროვნების მიზნით მაწვნისა და არაჟნის წარმოებასაც გეგმავს.

პროქტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 200 000 ლარია. საამქროს მშენებლობის პროცესში უკვე 10 ადამიანია დასაქმებული. ოპერირების დაწყების შემდეგ საამქრო ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი აგრომიმართულების ბიზნესის მხარდამჭერი ვართ. ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთ ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამჟამად ბანკის ჩართულობით ჩოხატაურის რაიონში, კერძოდ სოფელ ზოტში ახალი რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობა ხორციელდება. მისი გახსნა ოქტომბრიდან იგეგმება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ქართული წარმოების განვითარებაში. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა