თებერვალში წლიური ინფლაცია -2.1% -ს შეადგენს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ პერიოდში ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ტრანსპორტზე დაფიქსირდა და 12.4% შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში 21,1 პროცენტით გაძვირდა სატრანსპორტო მომსახურება.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ერთ წელში 7,1 პროცენტით შემცირდა. ფასების კლების მაღალი მაჩვენებლები ხილსა და ყურძენზე, ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე დაფიქსირდა. ფასები ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე გაიზარდა.
მოცემულ პერიოდში ფასების შემცირება ყველაზე მეტად კავშირგაბმულობის სფეროში დაფიქსირდა და -7.7% შეადგინა.

















