logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მინისტერიალზე ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მინისტერიალზე ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა
15:53 09.10.2020
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალზე, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროექტის განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

ვირტუალურ ფორმატში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერის მნიშვნელობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, დევიდ მალპასს აღმოჩენილი დახმარებისთვის.

ადამიანური კაპიტალის ინიციატივაზე საუბრისას, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი კაცობრიობა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ორი წლის წინ, მსოფლიო ბანკმა დაიწყო ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტი, ინიციატივა სულ უფრო ფართოვდება და ვითარდება, თუმცა COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ამ ინიციატივის გაძლიერების აუცილებლობა.

„COVID 19-ის პანდემიამ დააზარალა არა მარტო ჯანდაცვის, არამედ განათლების სექტორიც. სულ უფრო აშკარა ხდება ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში ახალი ინოვაციური მიდგომების საჭიროება. ინოვაცია და ტექნოლოგიური პროგრესი ყოველთვის ვითარდება ადამიანური კაპიტალის განვითარების პარალელურად. ინოვაციას გადამწყვეტი როლი უკავია ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, თავის მხრივ, ადამიანური კაპიტალის განვითარება მნიშვნელოვანია ინოვაციის სფეროში. შესაბამისად, ადამიანური კაპიტალის განვითარების დაჩქარებისათვის, აუცილებელია სულ უფრო მეტად გაძლიერდეს ეს ურთიერთკავშირი. ზოგჯერ ინოვაცია პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტიანი და შესაძლოა, ერთადერთი გზა იყოს. ჩვენ ხშირად ვრწმუნდებით, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში უთანასწორობის პრობლემის მოგვარება არის ბერკეტი ამ გამოწვევის დასაძლევად. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? COVID-19-ის პერიოდმა ეს ნათლად გვაჩვენა: პირველ რიგში, ჩვენ დავინახეთ ონლაინ სწავლების მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სერვისების მიღება შესაძლებელია ინტერნეტით ან სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების საშუალებით, ინოვაციური ტექნოლოგიები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი როლი კაპიტალის დეფიციტის აღმოფხვრის მიმართულებით.

„მაღალი ხარისხის განათლებისა და ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობა ინკლუზიურობის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევები უზრუნველყოფენ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში არსებულ ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან თანაბარი წვდომა ჰქონდეს ყველა სოციალურ ჯგუფს. შესაძლებლობები ამ კუთხით დიდია, თუმცა ასევე, არის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მრავალმხრივი თანამშრომლობის როლი. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროექტი, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, ყურადღებას გაამახვილებს ამ საკითხზე და დაეხმარება ქვეყნებს, მიაღწიონ მნიშვნელოვან შედეგებს ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა