logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან, რათა საქართველოში საქმიანობის გადმოტანით უფრო მეტი გლობალური კომპანია დაინტერესდეს
ნათია თურნავა: ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან, რათა საქართველოში საქმიანობის გადმოტანით უფრო მეტი გლობალური კომპანია დაინტერესდეს
15:36 08.10.2020
„გლობალური პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად ვმუშაობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რადგან საქართველო მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრ პოზიციაში ლიდერობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ წარმატებული საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ბელგიიდან და აშშ-დან.

ნათია თურნავას განცხადებით, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან მჭიდრო კომუნიკაცია მიმდინარეობს, რათა საქართველო, რომელიც პრაქტიკულად უკვე გაჩნდა საერთაშორისო კომპანიების რუკაზე, მომავალში უფრო აქტიურად გაჩნდეს იმ კომპანიების რუკაზეც, ვინც თავისი საქმიანობისა და მიწოდებათა ჯაჭვის გეოგრაფიის შეცვლაზე ფიქრობს.

„საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებას მსოფლიოს წამყვანი გლობალური კომპანიები იყენებენ. ეს ადამიანები ჩამოდიან ჩვენთან, ეცნობიან საქართველოს შესახებ ინფორმაციას და რჩევას აძლევენ თავიანთ კლიენტებს, წარმატებულ კომპანიებს მთელ მსოფლიოში, რომ თუ ისინი წარმოების ან საქმიანობის სხვა ქვეყანაში გადატანას ფიქრობენ, საქართველო არის ერთ-ერთი მიმზიდველი ლოკაცია. მოხარული ვარ, რომ ბელგიიდან და აშშ-დან ჩამოსული კონსულტანტები ძალიან პერსპექტიულად უყურებენ საქართველოში მსხვილი უცხოური კომპანიების გადმოყვანას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში მყოფი ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოში ინვესტიციის პოტენციალზე და წარმატებული პროექტების შესახებ შეიტყონ.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ქვეყანას სტუმრობენ, როგორც ტრანსნაციონალური საინვესტიციო სააგენტოების - Location Perspectives და AngelouEconomics-ის წარმომადგენლები. მათ საერთაშორისო კომპანიებთან და საჯარო სტრუქტურებთან საინვესტიციო პროექტების კუთხით თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა