logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: საგადასახადო შეღავათების მინიჭება დამატებით ბიძგს გლობალურ აიტი კომპანიებს, შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები
ნათია თურნავა: საგადასახადო შეღავათების მინიჭება დამატებით ბიძგს გლობალურ აიტი კომპანიებს, შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები
15:26 08.10.2020
„ისეთი შეღავათის მინიჭება, როგორიც არის მოგების გადასახადის 15%-ის ნაცვლად, ხუთი პროცენტი, საშემოსავლო გადასახადის 5%, დამატებით ბიძგს მისცემს რეგიონალურ კომპანიებს, მათ შორის გლობალურ აიტი კომპანიებს, შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც დღეს შეიძლება უკვე საქმიანობენ ამ სფეროში, მაგრამ აქვთ „ფრილანსერის“ სტატუსი. სწორედ ეს საგადასახადო შეღავათი მისცემს, ერთი მხრივ, მეტ სტიმულს გლობალურ აიტი კომპანიებს , რომ საქართველო განიხილონ როგორც პლატფორმა და, მეორე მხრივ, ჩვენივე მოქალაქეებს დაიწყონ მუშაობა ასეთ კომპანიებში, შემდგომში გაიზარდონ და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კორპორატიზებული სახე მიეცეს ამ ბიზნესს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობამ შეარჩია ორი სფერო, სადაც დღეს ყველაზე მეტი შესაძლებლობაა, საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მაქსიმალურად მოვიზიდოთ საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები. ერთ-ერთი მათ შორის სწორედ აიტი სფეროა - სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირება და ამასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობები, რაც მიმზიდველი და აღმავალი ინდუსტრიაა.

„რომ შევაჯამოთ, ეს არის ე.წ. რელოკაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული სტრატეგიის შემდგომი გაგრძელება და შემდგომი ნაბიჯი, რაც ამ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ და დავიწყეთ. ჩვენი მიზანია, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, შევძლოთ, საქართველო კვლავ და კიდევ უფრო მეტად განიხილებოდეს უცხოელი ინვესტორების მიერ როგორც მიმზიდველი პლატფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა გლობალური გამოწვევისა, გამოიყურება ყველაზე მეტად სტაბილურად, სთავაზობს ყველაზე კარგ საგადასახადო და ბიზნესსგარემოს. ეს იქნება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიებისთვის, რომ შემოვიდნენ საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან“ - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა