logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას
14:00 06.10.2020
მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის (14-18 ოქტომბერი) ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ორი ღონისძიებით წარდგება.

2020 წელს COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ფიზიკური სახით აღარ ჩატარდება. ღონისძიებების ნაწილი ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურულ, კულტურულ-სახელოვნებო სივრცეში Bookfest City-ის ფარგლებში გაიმართება, ნაწილი კი Bookfest Digital-ის ფორმატში ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

15 ოქტომბერს 20:00 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest City-ის ფარგლებში, სასტუმრო “Roomers Frankfurt”-ში ბერლინში მცხოვრები ქართველი მწერალი იუნონა გურული თავის ახალ წიგნს "Mohnfelder" (Corvinus Presse, 2020) წარადგენს, მოდერატორობას მას გერმანელი ლიტერატორი სუზან შმიდტი გაუწევს.
17 ოქტომბერს 15:20 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest Digital-ის ფორმატში, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ონლაინ რეჟიმში საქართველოს და ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული მოკლე ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმში მონაწილეობენ: ზურაბ ქარუმიძე, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, დავით გაბუნია და არჩილ ქიქოძე. ფილმი არის მცდელობა, გაგრძელდეს საუბარი მსოფლიოსთან. მცდელობა უფრო მეტი ითქვას თბილისზე, საქართველოზე, მის ეთნო-რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებაზე, ომზე, ოკუპაციაზე, ლიტერატურულ ცხოვრებაზე, იმ ადგილებზე და რეგიონებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური თუ ლიტერატურული თვალსაზრისით და რომლებიც საინტერესო შეიძლება იყოს მათთვის, ვინც ახლა უნდა აღმოაჩინოს საქართველო.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ტრადიციულად ინარჩუნებს გლობალური საგამომცემლო ინდუსტრიის ჰაბის ფუნქციას და წელს გამომფენებს უნიკალურ ელექტრონულ პლატფორმას - “International Markets” - სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის საგამომცემლო სექტორის ვირტუალურ სივრცეებს აერთიანებს და საგამომცემლო საქმის პროფესიონალებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნონ ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრის, მათი თავისებურებების შესახებ. დაინტერესებული დამთვალიერებელი “International Markets“-ის პლატფორმაზე ქართული წიგნის ბაზრის ვირტუალურ სივრცესაც მიაკვლევს. საქართველოს წიგნის ბაზრის მიმოხილვა იხილეთ ბმულზე: http://www.gpba.ge/news/19/


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად, ყოველწლიურად მონაწილეობს

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა