logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია დღეს შემოსულ ბიუჯეტში
ირაკლი კოვზანაძე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია დღეს შემოსულ ბიუჯეტში
00:11 06.10.2020
„ხვალიდან პარლამენტში საბიუჯეტო პროცესს დავიწყებთ, დღეს მივიღეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსია, თითქმის 1200 გვერდზეა წარმოდგენილი და ითვალისწინებს ყველა ტიპის ხარჯებს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს დაიწყება საგარეო ვალების შემცირება და ეს პროცესი აღწერილია ამ ბიუჯეტში. „რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა გათვალისწინებულია 5%-ის ფარგლებში. მას მერე რაც წლევანდელ წელს ჩვენ რეცესია გვაქვს, ინფლაცია არის 3%-ის ფარგლებში, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი არის 5,1% -ის ფარგლებში. ანუ დეფიციტი მცირდება - წლევანდელ ბიუჯეტში გვაქვს 8,5% , მომავალ წელს იქნება 5,1%. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია, მათ შორის პენსიებთან, მასწავლებლებთან, ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან დაკავშირებით, ასევე არის აღწერილი ამ ბიუჯეტში.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებებსაც დაჭირდებათ გარკვეული დაზუსტება, ვფიქრობ, ეს ბიუჯეტი განიცდის ცვლილებებს იმის გამო, რომ არ არის გათვალისწინებული გარკვეული ხარჯები ამ თვალსაზრისით. მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ ხარჯები დააზუსტოს და ნოემბრის დასაწყისში, შემოიტანოს ახალი ვერსია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბიუჯეტის ამ ვერსიაში იზრდება საგადასახადო შემოსავლები. 2020 წელს საგადასახადო შემოსავლები 9 მილიარდი იყო გათვალისწინებული, ამ პირველად ვერსიაში 10,4 მილიარდია გათვალისწინებული. ასევე გათვალისწინებულია საგარეო დაფინანსება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ პროცესი დაიწყება დღეს ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის რეგისტრაციით, რის შემდეგაც ყველა კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, ოპოზიციას შესაძლებლობა ექნებათ განიხილოს დოკუმენტი.

შემაჯამებელი სხდომა გაიმართება 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მთავრობას, რომელიც გადამუშავებულ ვერსიას ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნებს პარლამენტს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა