საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალ წელს თბილისი-ქუთაისის ავტობანი ქუთაისსა და წყალტუბოში ჩავა.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა წყალტუბოს მოსახლეობას განუცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის რაც იმერეთში კეთდება, კომპლექსური ღონისძიებაა, 2014 წელს კი, ჩქაროსნული რკინიგზა საათნახევარში თბილისიდან წყალტუბოში მგზავრებს კომფორტულად ჩაიყვანს.
„არა წელიწადნახევარში ან ორ წელიწადში, არამედ წუსტად 10 დღეში ქუთაისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს იმერეთის მოსახლეობას მოემსახუროს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, წყალტუბოში ძალიან ბევრ უკრაინელი ჩავა, რადგან ავიარეისებზე ბილეთები არა 600 აშშ დოლარი, არამედ 22 ევრო ეღირება.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ასევე, ძალიან ბევრი პოლონელი ჩამოვა, რადგან ქუთაისიდან ვარშავასა და სხვა ქალაქების მიმართულებით ავიარეისები შესრულდება.

















