logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი და ასევე რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი
ნათია თურნავა: აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი და ასევე რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი
11:38 05.10.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ს კომერციის მდივნის მოადგილე ჯოზეფ სემსართან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის მომავალი გეგმები.

ონლაინ შეხვედრისას აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანაა და მის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულმა დახმარებამ და განხორცილებულმა პროექტებმა სხვადასხვა მიმართულებით უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად ჩამოყალიბების გზაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ გლობალური პანდემიის დროსაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად რჩება - 2020 წლის ორი კვარტლის მდგომარეობით, უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის აშშ-ს მე-3 ადგილი უკავია. აღინიშნა, რომ აშშ ასევე წარმოადგენს საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორს და ბოლო წლების განმავლობაში შედიოდა პირველ ათეულში სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და იმპორტის მიხედვით.

„აშშ-ს კომერციის მდივნის მოადგილე ჯოზეფ სემსართან საუბრისას ცალსახად აღვნიშნეთ და ამაზე ცხადია ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ დღეს საქართველო-აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით. ამერიკულ მხარესთან ჩვენ გვაქვს მაღალი დონის რეგულარული დიალოგი სხვადასხვა ეკონომიკურ და სავაჭრო თემებზე. ამ კუთხით აღსანიშნავია ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე მაღალი დონის დიალოგისა და საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით შექმნილი ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის სხდომების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები, რომელზეც ამერიკელ პარტნიორებთან ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა თუ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის ინიციატივით ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და აშშ - ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნებოდა. „არსებობს სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია შემდგომი დიალოგი და საუბარი მომავალ შეთანხმებაზე. ჩვენი თხოვნა იყო, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად იქნა გაზიარებული, რომ ეს პროცესი, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, დავაჩქაროთ და გავააქტიუროთ,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი და ასევე რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი სიგნალი, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს.

საუბრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გლობალური პანდემიის, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ეფექტური ნაბიჯები. ამერიკულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ პანდემიის წინააღმდეგ დროულად გატარებულ ღონისძიებებს და მათ ეფექტური უწოდა.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი აშშ - ში დავით ბაქრაძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა