ბანკი "რესპუბლიკა" მომხმარებლებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის 0 პროცენტიანი განვადებით ყიდვის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც "ნიუსპრესს" ბანკიდან აცნობეს, 8 მარტის ჩათვლით, მომხმარებლებს 8 თვემდე, 0%-იანი მომენტალური განვადებით, ქალაქის ოცამდე სავაჭრო ობიექტში სარგებლობა შეუძლიათ. 0 პროცენტიანი განვადება მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერულ და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და პარფიუმერიაზე ვრცელდება. მათი შეძენისას წინასწარი შენატანი საჭირო არ არის.
ბანკ "რესპუბლიკას" კომერციული დირექტორის რამაზ კუკულაძის განცხადებით, აღნიშნული შეთავაზება მიმზიდველი იქნება იმ მომხმარებელბისთვის, ვინც გაზაფხულის დღესასწაულებზე ქალბატონების დასაჩუქრებას გეგმავს.

















