logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში შეუფერხებლად ხორციელდება
ნათია თურნავა: საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში შეუფერხებლად ხორციელდება
14:45 03.10.2020
საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში აბსოლუტურად შეუფერხებლად ხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული უსაფრთოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჩვენს რეგიონში მნიშნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აკისრია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მთლიანად რეგიონალური ეკონომიკის გავითარებისთვის და რასაკვირველია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკების გამართული ფუნქციონირებისთვის.

„ამ თვალსაზრისით, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება აბსოლუტურად შეუფერხებლად როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთთან მიმართებაში. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც - კონფლიქტის განახლების მომენტიდან, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების საზღვრის კვეთის სტატისტიკა პრაქტიკულად არ შეცვლილა. სამოქალაქო ტვირთით დატვირთული დაახლოებით 750-დან 800-მდე სატვირთო ავტომობილი ყოველდღიურად კვეთს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღრებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მეტიც, კონკრეტულად სომხეთის სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვების უფრო მეტად უსაფრთხო და გამართული ფუნქციონიფრებისთვის ამოქმედდა საბაჟო-გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ძალიან მაღლი ინტენსივობით ემსახურება დღესდღეობით ტვირთებს სომხეთის მიმართულებით და პირიქით, სომხეთიდან გამავალ სატრანზიტო ტვირთებს.

„ინტენსივობა მაღალია, კვეთები მაღალია და ამ კუთხით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს და არც ექნება. ასევე დავამატებ, რომ სამოქალაქო დანიშნულების ტვირთების სატრანზიტო გადაზიდვები საჰაერო გზებითაც შეუფერხებლად ხორციელდება. კონფლიქტის განახლების მომენტიდან ჩვენ რაიმე შეზღუდვა ამ კუთხით არ დაგვიწესებია და არც ვაპირებთ, რომ დავაწესებთ. მთლიანობაში, იმედს გამოვთქვამთ, რომ რეგიონში მშვიდობა მალე აღდგება და ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა