logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: სახელმწიფოს მხარდაჭერითა და 9 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება
ნათია თურნავა: სახელმწიფოს მხარდაჭერითა და 9 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება
14:18 03.10.2020
სახელმწიფოს მხარდაჭერით და კერძო ინვესტიციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაფართოვდება, რომლის ფარგლებში 9 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა კომპანია „ეფკოს“ ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, გურიაში, დაბა ლაითურში მდებარე ლურჯი მოცვის პროექტი სახელმწიფოს, კერძოდ საპარტნიორო ფონდის დახმარებით განხორციელდა.

„ზოგადად ლურჯი მოცვის დარგი ეს არის ის დარგი, რომელსაც ბოლო წლებში განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელმწიფომ - 14 მილიონი ლარი მარტო სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან დაიხარჯა, ხოლო ისეთი ბერკეტებით, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტია ამ დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგი - დღესდღეობით 500-ზე მეტი კომპანიაა ჩართული ამ ბიზნესში. ეს არის საექსპორტო პროდუქტი და მიუხედავად პანდემიისა, ეს არის ის პროდუქტი, რომლის ექსპორტიც 2020 წელს რადიკალურად გაიზარდა 2019 წელთან შედარებით და პრაქტიკულად გასამმაგდა. ეს არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის დახმარების შედეგი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შპს „ეფკო“ ფლობს და მართავს 32 ჰექტარ ლურჯი მოცვის პლანტაციას გურიაში, დაბა ლაითურში. კომპანიის საკუთრებაშია ჯამში 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის სრულად ათვისებას კომპანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს.

პლანტაცია, რომლის გაშენებაც 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს სს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ლურჯი მოცვის პლანტაცია გახდა. შპს „ეფკომ“ აღნიშნული პლანტაცია 2020 წლის ზაფხულში საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა.

შპს „ეფკოს“ მმართველი ქართული მულტიპროფილური საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპია“, რომლის მიზანი რეგიონში ლურჯი მოცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, საერთაშორისო დონის აგროკომპანიის შექმნაა.

კომპანიას ამ ეტაპზე სეზონურად 400 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ კი მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობის 100-მდე, სეზონურად კი 3 000-მდე გაზრდას გეგმავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა