logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: USAID -თან ერთად, თხილის სექტორის რეაბილიტაციის დახმარების პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
ლევან დავითაშვილი: USAID -თან ერთად, თხილის სექტორის რეაბილიტაციის დახმარების პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
13:44 03.10.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ლაგოდეხში, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ. ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შპს „კახეთის თხილი“ თხილის სარჩევს, საშრობსა და სასაწყობო ცენტრს მოიცავს.

„ჩვენ, USAID-თან ერთად, რამდენიმე წელია ვახორციელებთ თხილის სექტორის რეაბილიტაციის დახმარების პროექტს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გახსნილი თხილის საშრობი ძალიან მნიშვნელოვანია თხილის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის. ამ პროექტის განხორციელებას გავაგრძელებთ მომავალ წელსაც, რათა ფერმერებმა შეძლონ თავიანთი მოსავლის სწორად დაბინავება, გაშრობა, მაღალი ხარისხის პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზება და მიიღონ მეტი შემოსავლი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ახალი საწარმო რიგით მეექვსეა, რომელიც USAID-ის, საქართველოს მთავრობისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ამოქმედდა. საწარმო, რომელიც რეგიონის 200-ზე მეტ ფერმერს მოემსახურება, გაზრდის ფერმერების შემოსავალს, გააუმჯობესებს მათი ოჯახების კეთილდღეობას და ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას. ამერიკის შეერთებული შტატები და USAID ამაყია, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს აღნიშნულ პროექტს”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

საწარმოში, ჯამურად 250,000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 275,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, 277,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 50,000 აშშ დოლარი USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) ფარგლებში გაცემული გრანტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.
საწარმოში წლიურად 1,000 ტონა თხილის გაშრობა და 500 ტონის შენახვაა შესაძლებელი. შეიქმნა 16 ახალი სამუშაო ადგილი; საწარმოს მომსახურებით 200 ფერმერზე მეტი ისარგებლებს.

ახალი საწარმოს გახსნას, ლევან დავითაშვილთან და კელი დეგნანთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა