logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კვლევა ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ კოვიდ 19-თან ბრძოლისას მიაღწია
ნათია თურნავა: გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კვლევა ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ კოვიდ 19-თან ბრძოლისას მიაღწია
17:28 30.09.2020
გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) კვლევა ძალიან ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ კოვიდ19-თან ბრძოლის დროს მიაღწია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ UNECE-ის კვლევის „კოვიდ 19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე“ შეფასებისას განაცხადა.

UNECE-ს კვლევის თანახმად, საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ „მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ. მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, და ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“.
მინისტრის განმარტებით, UNECE-ის მნიშვნელოვანი კვლევის ფარგლებში, საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე მომხდარი ზეგავლენაა გამოკვლეული, რისთვისაც 300-მდე მცირე, მიკრო და საშუალო ზომის საწარმო გამოიკითხა.

„კვლევა ძალიან ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია კოვიდთან ბრძოლის დროს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ჩვენ გადავაჭარბეთ საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს და ისე ვებრძოლეთ ვირუსის გავრცელებას, რომ არ შეგვიზღუდავს ვაჭრობა. არამედ პირიქით, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ მომარაგებათა ჯაჭვის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირება. მაშინ, როდესაც მთელი რიგი მსოფლიო ქვეყნები კეტავდნენ ამ დროს საზღვრებს და ვაჭრობა შეფერხებით მიდიოდა, ჩვენთან არც ერთი დღე არ ყოფილა სერიოზული შეფერხება და ამაში გვეხმარება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ბოლო წლებში გავატარეთ ვაჭრობის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

”ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გლობალური ეკონომიკა და საერთაშორისო სისტემა შეიცვლება, აუცილებელია ქვეყნებმა იპოვონ უკეთესი ბალანსი გლობალიზაციის უპირატესობასა და თვითმყოფადობის აუცილებელ ხარისხს შორის. COVID-19 აფეთქებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველო ცდილობს შედარებით სწრაფად გახსნას ეკონომიკა და გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ასპარეზზე, მსოფლიო მასშტაბით განვითარებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებით. UNECE-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ „Covid-19-ის გავლენა ვაჭრობაზე და სტრუქტურული ტრანსფორმაცია საქართველოში“ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოგვცა” განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა