logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
21:11 29.09.2020
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:

• MailJail Automated Email Interception and Monitoring System - ელექტრონული შეტყობინებების ავტომატური მონიტორინგის ახალი სისტემა.

• InsureWise - პლატფორმა თავს მოუყრის სადაზღვევო პროდუქტებს და საშუალებას მისცემს მომხმარებელს შეადაროს, შეარჩიოს, შეიძინოს და შემდგომ მართოს პროდუქტი.

• REVI BOXES - მშენებლობა მეორედი სატვირთო კონტეინერების გამოყენებით სასტუმრო სექტორისთვის.

• SMART FERT 4.0 - ახალი თაობის, ნიადაგის მასტრუქტურირებელი „ჭკვიანი“ სასუქი-დანამატები.

• CORVIS - პროექტის მიზანია შესყიდვების პროცესების სრული ციკლის გამარტივება.

• InterREIT.com - Real Estate Shares Trading Platform - კომპლექსური პროექტის მეშვეობით საინვესტიციო ბიზნესი ხელმისაწვდომი გახდება მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის. პროექტი აერთიანებს ორციფრულ - უძრავი ქონებისა და SPMS საზიარო ქონების მართვის პლატფორმებს.

• DENTOS - Dental Platform - სტომატოლოგიური პლატფორმა (ღრუბლოვანი ტექნოლოგია), რომელიც უზრუნველყოფს სტომატოლოგიური სერვისების ციფრულ და სწრაფ მიღებას.

• Logisticwise - ელექტონული კომერციის ლოჯისტიკის სრული ციკლის მართვის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დამყარებულ საწყობის, შეკვეთებისა და საფოსტო სერვისების ერთიან მართვას.

• Kovzy - კვების ბიზნესის პროცესების ტრანსფორმაციის ერთიანი პლატფორმა, რომელიც შექმნის დარგის სრულ ციფრულ ეკოსისტემას.

• Cyber Security Management Platform – CSMP - პროექტის მიზანია კიბერუსაფრთხოების მართვის პლატფორმის შექმნა და განვითარება.

• www.rajdeba.ge - auto leasing comparison website - ავტოსესხის შედარების პლატფორმა - ფინტექ პროდუქტი ავტოლიზინგის კომპანიის შესარჩევად. ახდენს ავტომობილების ფასების მონაცემების აგრეგაციას და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციაში გააგზავნოს ლიზინგის განაცხადი, შეადაროს და მიიღოს მასზე მორგებული პირობები.

• Cyber-Lawyer - იურიდიული დოკუმენტების მომზადების ონლაინ პლატფორმა, რომელიც იურისტის მონაწილეობის გარეშე მომხმარებლებს გაუმარტივებს ხელმისაწვდომობას იურიდიულ ინფორმაციაზე და დაეხმარება იურიდიული დოკუმენტების მომზადების პროცესში.

• Leadin.ge - Centralized real estate affiliate platform - უძრავი ქონების გაყიდვების პირველი ცენტრალიზებული, გლობალური პლატფორმა, რომელიც შემოგვთავაზებს ახალ, ინოვაციურ მეთოდებს სექტორში.

• JOBIA Profit - ინოვაციური მობილური და ვებ-აპლიკაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის.

• Cloud-based platform Ehotelspace - ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული გამოგონება, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით სრულად შეცვალოს სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებისა და სერვისის არსებული პროცესი.

• OFOODO - პროექტი მიზნად ისახავს ერთ სივრცეში მოაქციოს კვების ობიექტები, რაზეც წვდომა ექნება ადგილობრივ ვიზიტორებსა და ტურისტებს.


• Keto Diet App - წონის კორექტირების აპლიკაცია, რომელიც გვთავაზობს ჯანსაღი და ინდივიდუალურად შერჩეული რაციონის დაგეგმვას.

• BWise Solutions - ონლაინ-პლატფორმა მცირე და საშუალო აუდიტორული საქმიანობისთვის. პლატფორმა იძლევა წვდომას უახლეს ინფორმაციასა და ფუნქციებზე აუდიტორული პროცესის მაქსიმალური სრულყოფის მიზნით.

• CityPay.io - კრიპტოვალუტით გადახდის სისტემა კომერციული სექტორისთვის. იგი უზრუნველყოფს გლობალური ტრანზაქციების განხორციელებასა და თანხის ადგილობრივ ვალუტაში მიღებას.

• Agronavti - ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა აგროსექტორისთვის განათლების, ინფორმირებისა და გაყიდვის ბაზრების მოძიების მიზნით.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: ბილ რაიჰართი, ჯონათან თაუერი, მარვინ ლიაო, სტივ ადელმანი და ტიმ ვაგნერი.

დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის17ივნისს მეხუთედ გამოაცხადა. შემოსული 322 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 78 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.


GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორწლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორმილიონ ლარს შეადგენდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა