logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი: ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია და „ქართული ოცნების“ გუნდისგან სერიოზული მხარდაჭერა აქვს
ირაკლი მეზურნიშვილი: ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია და „ქართული ოცნების“ გუნდისგან სერიოზული მხარდაჭერა აქვს
16:35 29.09.2020
„მნიშვნელოვანია, რომ სრულად დავინახოთ სურათი, თუ რა ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა „ქართული ოცნების“ გუნდის მეთაურობით და დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბრის შემდეგ ეს წარმატებული გზა გაგრძელდება. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, კომფორტულად გრძნობს თავს და აქვს სერიოზული მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, „ქართული ოცნების“ გუნდისგან“,-ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

ირაკლი მეზურნიშვილმა სტატისტიკური მონაცემებით და კონკრეტული ციფრებით უპასუხა ოპოზიციის დეზინფორმაციას ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით.

„საარჩევნო პერიოდია და მოდის ცილისწამების ძალიან დიდი ტალღა ჩვენი გუნდის მიმართულებით განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, და ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. მე მინდა რამდენიმე ციფრი მოგაწოდოთ. შედარებითია ყველაფერი და ჩვენ აუცილებლად უნდა შევადაროთ თუ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და რამდენად შეიცვალა მდგომარეობა რადიკალურად ეკონომიკაში. ე.წ. „იაფი ფული“,-რომელზეც მიდის ხოლმე ვიდეორგოლებით ქილიკი და უნდათ როგორღაც დააკნინონ ეს სიტყვა, ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს „იაფი ფული“ და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ციფრები. 84 ათასზე მეტი ბენეფიციარი არის ამ პროგრამით, ვინც მიიღო ამის შესაძლებლობა. ჯამური ინვესტიცია კი 4,3 მილიარდ ლარს უტოლდება. ასევე ახალი საწარმოების რაოდენობა ჯამურად არის 566. ეს არ არის ვირტუალური საწარმოები, ყველა საწარმოს აქვს თავისი მისამართი და ყავს ადამიანები დასაქმებული და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობას, გაიზარდა 55 ათასით და მათი ჯამური ბრუნვა გაზრდილია 2,5-ჯერ, 108-მილიარდ ლარამდე.

ექსპორტთან მიმართებაში არის ძალიან მნიშნელოვანი ცვლილება, სოფლის მეურნეობა გახსოვთ როგორი ჩაგდებული იყო 2012 წლამდე, რადგან წინა ხელისუფლების დროს აბსოლუტურად არ იყო სოფლის მეურნეობა სტრატეგიულ მიმართულებაში და ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 75 პროცენტით და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირებულია 53 პროცენტით. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული შედეგი გვაქვს ამ მიმართულებით და ცხადია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაც შეიძლება მეტი საწარმო, მეტი წარმოება გავაჩინოთ ჩვენს ქვეყანაში. ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია და საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწევთ სასურველ შედეგს, მას შემდეგ, რაც დავძლევთ იმ კრიზისულ ვითარებას, რაც პანდემიიდან არის გამოწვეული“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა