logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია
ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია
12:05 29.09.2020
სავალუტო ბაზრის რეფორმის პირველი ეტაპი 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება, რაც ბლუმბერგის Bmatch პლატფორმის სრული დატვირთვით ამოქმედებას და კომპანიების ეტაპობრივ ჩართვას გულისხმობს. ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამასთან, კომერციულ ბანკებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ აღნიშნული სერვისი კლიენტებს მანამდეც შესთავაზონ. საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება იმ ფაქტს, რომ "ბაზისბანკი" პირველი ბანკი იყო, რომელმაც სრულყოფილად გამართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და განაცხადა Bmatch სერვისის ამოქმედების შესახებ.

ბლუმბერგის სისტემაში პირველი კლიენტის განაცხადი უკვე განთავსდა და პირველი გარიგებაც დაიდო, რასაც მთლიანობაში რამდენიმე წუთი დასჭირდა.

Bmatch პლატფორმაში, რომელიც სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მარტიდან მოქმედებს, დღეისათვის ვაჭრობენ ქართული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კომპანიები. ასევე, სისტემაში ერთი უცხოური საინვესტიციო ფონდია ჩართული.

ეროვნული ბანკი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას განაგრძობს. ორი შეხვედრა კომპანიებთან უკვე შედგა, ხოლო შემდეგი შეხვედრა 30 სექტემბერს შედგება. კლიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს კომერციული ბანკებიც მართავენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პლატფორმის და წესების შესახებ ინფორმირებულები იყოს ყველა მხარე, განსაკუთრებით კი კლიენტები, რათა მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ და სრულად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც სავალუტო ბაზრის რეფორმა იძლევა.

სავალუტო ბაზრის რეფორმის ფარგლებში, პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესებიც. დოკუმენტები უკვე განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (წესი 1, წესი 2).

შეგახსენებთ, რომ ახალი წესი და Bmatch პლატფორმა სავალუტო ბაზრის მასშტაბური რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია სავალუტო ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ახალი მიდგომების დანერგვა, უფრო მეტი გამჭვირვალობის მიღწევა, კონკურენციის გაზრდა და მომხარებელთა უფლებების უკეთ დაცვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა