საქართველო ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. ეროვნული ბანკის
ინფორმაციით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში 3,253 - იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,826 ლარია.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო ბაზარზე 40 მილიონ დოლარს გაყიდის.

















