logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „შპს მზა მზარეული“ ფართოვდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „შპს მზა მზარეული“ ფართოვდება
15:25 22.09.2020
“საქართველოს ბანკი” მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით მზა კვების საწარმო „შპს მზა მზარეული“ ფართოვდება. როგორც “საქართველოს ბანკში“აცხადებენ, პროექტის მხარდასაჭერად ბანკმა 1 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო, რომელიც საწარმოს მშენებლობას და ახალი ობიექტის გახსნას მოხმარდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა ჯამურად 1 500 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანი დასაქმდება.

„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ მცირე თუ საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაში. „შპს მზა მზარეული“ გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რომელზეც კომპანიისათვის მინიჭებული არაერთი სერტიფიკატი მეტყველებს. ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბანკის ჩართულობით „შპს მზა მზარეულს“ კიდევ ერთი საწარმო შეემატება, რაც წარმოების გაფართოებას და მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებას უზრუნველყოფს. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, წაახალისოს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

„შპს მზა მზარეული“ მის შვილობილ კომპანიასთან "მზა მზარეულ კეტერინგთან" ერთად ქართული კვების პროდუქტების ბაზარზე 10 წელზე მეტია მუშაობს. „მზა მზარეული“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ნახევარ ფაბრიკატებსა და მზა პროდუქციის სეგმენტში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან, როგორიცაა - "კარფური" და "ნიკორა", "ორი ნაბიჯი", "ფრესკო", "სპარი", კაფე "კოფისტას" ქსელი.

„მზა მზარეული“ ყოველ დღიურად თავის პროდუქციას 300 მეტ კვების ობიექტს აწვდის მათ შორის საზოგადოებრივ კვების ობიექტებს, რესტორნებსა და ქითერინგულ კომპანიებს.

კომპანიის მიერ ყოველდღიურად წარმოებული პროდუქცია 150 მეტი სახეობისგან შედგება და თითოეული პროდუქტი დამზადებულია ISO 9001, ISO 22000 და HACCP სტანდარტების ხარისხის სერტიფიკატის შესაბამისად. უფრო მეტიც, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სერტიფიცირებულ ლაბორატორიებთან, რათა გააკონტროლოს პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა