logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართეს
ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართეს
21:51 21.09.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნა თურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას, მხარეებმა COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაადგილების პროცედურების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, მხარეებმა ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე, სატრანზიტო ფორმალობები და კონტროლის ეფექტური მექანიზმები განიხილეს.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეზობელ ქვეყნებს შორის სახმელეთო გზით გადაადგილებული საქონლის შესახებ მონაცემების გაცვლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, თურქულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასაცვლელ ინფორმაციას დაამატა ტვირთების წონის შედეგები და ამჟამად, უკვე აქტიურად მინდინარეობს აღნიშნული პარამეტრების ურთიერთგაცვლა, ხოლო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის მყისიერად ხდება კოორდინირებული რეაგირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის თანახმად, სატვირთო ავტომობილების შემოწმებისთვის განკუთვნილი სკანერის სურათების ურთიერთგაცვლა შესაძლებლობას მოგვცემს, რისკების ანალიზზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ეფექტურად და გამარტივებულად მოხდეს ტვირთების მონიტორინგი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კანონიერი ვაჭრობის განვითარებას“, - განაცხადა ლევან კაკავამ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.

ვიდეოკონფერენციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა