logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო - ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება
ნათია თურნავა: ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო - ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება
19:01 18.09.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიიღო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები ინფიცირებულთა ნაკლები რიცხვის შემთხვევაში და ახლა, ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, რატომ ამუშავებს ეკონომიკას.

ამ საკითხზე პასუხი ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის კითხვას გასცა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, თავის დროზე, როდესაც დაიწყო პანდემია და არავინ იცოდა მსოფლიოში, თუ რასთან გვქონდა საქმე და როგორ უნდა გამკლავებოდნენ ამ გამოწვევას, მთავრობას რომ არ მიეღო ის მკაცრი ზომები, რაც მიიღო, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნებოდა ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტიპანდემიური ღონისძიებები გატარდა.

„სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ვართ. მაშინდელი 20 შემთხვევა მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო შემაშფოთებელი იყო და მათ შორის საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება, ვიდრე დღევანდელი საქართველოსთვის თუნდაც 150 ან 160 შემთხვევა, რომლებსაც ჩვენ ყოველგვარი პანიკის გარეშე, აუღელვებლად, დღეს მხოლოდ წერტილოვანი ზომების მეშვეობით ვმართავთ, რადგან გვაქვს უფრო მეტი მომზადება, უფრო მეტი ცოდნა, მართვის სხვადასხვა ბერკეტი ამოქმედებული, ტესტირება და მართვის შესაძლებლობები ჯერადობით გაზრდილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ამიტომაც დღეს, თუნდაც ინფიცირების მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადავედით ადაპტაციის პერიოდზე. „და როგორც არ უნდა დაგვისვათ კითხვა, არ შევზღუდავთ ეკონომიკას - ეკონომიკა იმუშავებს“, - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა