logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია საპარლამენტო ოპოზიციაზე: ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყანაში
რომან კაკულია საპარლამენტო ოპოზიციაზე: ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყანაში
16:40 18.09.2020
„ეს შემოთავაზებები, რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყნაში. ისინი, დღესაც, ამ გამოსვლებით გვეუბნებიან, რომ ახლა რატომ არ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტიო. აი ეს იყო მაგათი გამოსვლა, რასაც ჩვენ ვხედავდით“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათელა თურნავას უსმენდა.

რომან კაკალიას განცხადებით, ხელისუფლებას თავიდანვე რომ არ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები და ინფიცირების 20 შემთხვევის მაგივრად, 80 - ყოფილიყო, მაშინ ოპოზიცია ეკონომიკის ჩაკეტვას მოითხოვდა.

„მერე გენახათ რა გამოსვლები ექნებოდათ. აი, თქვენ რომ ზომები მიგეღოთ და დაგეკეტათ ეკონომიკა, მაშინ არ იქნებოდა ასეთი გავრცელება და რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენდითო - მთელი ამათი კამპანია ზუსტად ამაზე იქნებოდა აგებული. დღეს, აქ დისკუსია, სამწუხაროდ, ვერ შედგა და ვერც შედგებოდა. ამიტომ, მე პრინციპში მხარს ვუჭერ იმ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ მიზანმიმართულად, სიფრთხილით მივყევით ყველაფერს. ვამართლებ იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყო ნომერი პირველი გამოწვევა. ჩვენს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით, კოვიდის განმავლობაში უპასუხისმგებლობას და გულგრილობას რომ დაარქმევ და ამ ობიექტურობით გინდა წარსდგე საზოგადოების წინაშე, მაგათ სინდისზე იყოს, ვინც ასეთი შეფასება გააკეთა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ერთი მთავარი ფრაზა ახსენა, რომ „ეკონომიკას ემუქრება, სწორედ, ვირუსის გავრცელება“.

„თქვენ თქვით ერთი მთავარი ფრაზა, რომელიც იმის მიმანიშნებელია, თუ რას ეფუძნებოდა ეკონომიკური პოლიტიკა კოვიდის განმავლობაში და ეს ფრაზა გახლდათ სწორი შეფასება, რაც მხოლოდ თქვენ კი არა, მთელმა მსოფლიომ, ყველა მოწინავე ექპერტმა გააკეთა - რომ ეკონომიკას ემუქრება ვირუსის გავრცელება. ეს არის ანალიტიკოსების მნიშვნელოვანი ფრაზა. ვინც ეს ფრაზა გაითავისა და ვინც შემდეგ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა ამაზე ააგო, ცხადია, ის ხედავდა იმ ნეგატიურ შედეგებსაც, რომელიც ამას მოჰყვებოდა, მაგრამ აქ ჩვენ, სამწუხაროდ, ვიდექით ორი მძიმე სცენარიდან საუკეთესოს არჩევის წინაშე და ამ გამოწვევას საუკეთესო გამოსავალი, სამწუხაროდ, არ გააჩნდა და ამ მიმართულებით, მე დარწმუნებული ვარ, და ამას ვხედავ არა მარტო მე, არამედ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენ სწორი გზით ვიარეთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე შეფასებით, ძალიან სწორი იყო ის სოციალური დახმარების პაკეტიც, რომელიც შემუშავდა და თანმიმდევრული, თავშეკავებული დამოკიდებულება, თუ რა ეტაპზე, როგორ უნდა ჩარეულიყო ხელისუფლება ეკონომიკაში.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა