logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა გახსნეს
ლევან დავითაშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა გახსნეს
22:40 17.09.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მონაწილეებს, მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. საქართველო გამორჩეულია კულინარიული ტრადიციებით და გასტრონომიით, რაც დღეს, მსოფლიოში, ტურიზმის განუყოფელნაწილს წარმოადგენს. ვფიქრობ,ამ კუთხით ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებული უპირატესობა გააჩნია და ჩვენი მიზანია ქართული გასტრონომიული სიმდიდრე მსოფლიოს გავაცნოთ.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე, არა მხოლოდ როგორც ცალკე დარგის განვითარებაზე, არამედ ზოგადად, სოფლის განვითარებაზე, რაც სოფლის მეურნეობასთან სხვადასხვა სექტორის კავშირს გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პროდუქციის წარმოება - გადამუშავების ხელშეწყობის, ისე სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის, აგროტურიზმის, გასტროტურიზმისა და ღვინის ტურიზმს განვითარების მიმართულებით.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოტურიზმის განვითარებაა, რადგან საქართველოს ამ კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეკოტურიზმი ქართული ბუნების მრავალფეროვნების გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა.

დღეს, სპეციალურად თქვენთვის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის მოწყობილ ბაზრობაზე, ადგილობრივი ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგენენ როგორც ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ასევე ქართული რეწვის ნიმუშები, რაც ჩვენი სამინისტროს პოლიტიკას პირდაპირ ეხმიანება.

მოხარული ვარ, რომ საქართველომსგავსი მაღალი დონის ღონისძიებას მასპინძლობს, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდა-განვითარებას და კეთილდღეობას სოფლად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიმართა.
სასოფლო-სამეურნეო გამოფენა, საქართველოს ბანკის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა