logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ნადარეიშვილი: ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას პანდემიის პირობებში
ირაკლი ნადარეიშვილი: ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას პანდემიის პირობებში
22:39 17.09.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დღეს ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში პანდემიიდან გამომდინარე ვითარება და არსებული პრობლემები განიხილა. შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება კონკრეტული სამუშაო პლატფორმა და სამოქმედო გეგმა, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას კოვიდის პერიოდში. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ ანტიკრიზუსულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ბოლო პერიოდში განმავლობაში განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გამიზნულია ბიზნესის სექტორის მხარდაჭერაზე და დახმარებაზე. ამ ეტაპზე შეხვედრა შედგა ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ამ ინდუსტრიას განსაკუთრებით აწუხებს - ეს არის, როგორც ფინანსური, ასევე რეგულაციური საკითხები. შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე იმისათვის, რომ ეს პროცესი გადავიყვანოთ სამუშაო გარემოში და საბოლოო ჯამში შევჯერდეთ იმ ფორმაზე, იმ პროგრამის დიზაინზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით ამ ინდუსტრიას, ამ ბიზნესს მხარდში დაუდგეს კოვიდის პერიოდში“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც კომპანია „ლუმენის წარმომადგენელმა, თაკო კვარაცხელიამ აღნიშნა, სამინისტროში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამუშაო ფორმატში მოხდა ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

„ჩვენი სურვილია პუნქტები რეგულაციით გაიწეროს ზუსტად, რომ სექტორი აქტიურად ჩაერთოს და მოერგოს იმ რეგულაციებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ იმ საკითხებზე პასუხებს, რომლებიც დღეს შეხვედრაზე დაისვა“ - განაცხადა კვარაცხელიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა