logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: 5 ოქტომბრიდან „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება
გიორგი გახარია: 5 ოქტომბრიდან „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება
22:22 17.09.2020
მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონ ლარამდე იზრდება.

„ჩვენ ივნისში დავაანონსეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც არის „აწარმოე საქართველოში“-ს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ძალზედ პოპულარული და ეფექტური იყო ბოლო წლების განმავლობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 9400-მა მოქალაქემ. ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონამდე და ასევე ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც. ეს იყო 20 000 ლარი და გახდება 30 000 ლარი“, - განაცხადა გორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერა დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის გრანტის სახით დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელსაც შეუძლიათ და უნდათ გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი საქმე და ბიზნესი. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა და დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მე მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუთხრა, რომ ამ პროგრამების შესახებ ისინი ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, მათივე ქალაქებში და რეგიონებში. ყველამ უნდა ერთხმად დავუჭიროთ მხარი ინიციატივას, რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯები გადადგას ბიზნესში და აიღოს პასუხისმგებლობა თავის მომავალზე. ამ პროგრამისთვის განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა