„ბანკი კონსტანტა“ თბილისში ხვალ ახალ სერვისცენტრს გახსნის. როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, დამატებითი სერვის–ცენტრების
გახსნა დედაქალაქში „ბანკი კონსტანტას“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.
„კონსტანტას“ ახალი სერვისცენტრი ნავთლუღში უკვე გაიხსნა.
ორივე სერვისცენტრი „ბანკი კონსტანტას“ მიერ შექმნილი ახალი კონცეფციის მიხედვითაა გაკეთებული.
კონცეფცია მომხმარებლისთვის მყუდრო და მეგობრული ატმოსფეროს შესაქმნელადაა შემუშავებული და განახლებულ დიზაინსა და მომსახურების კომფორტს ითვალისწინებს.
წლის ბოლომდე „ბანკი კონსტანტა“ საქართველოს მასშტაბით, კიდევ რამდენიმე ფილიალისა და სერვისცენტრის გახსნას გეგმავს.

















