logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: „თბილისის დეკლარაცია“ შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს
ნათია თურნავა: „თბილისის დეკლარაცია“ შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს
19:49 17.09.2020
“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი დედაქალაქის სახელი ჰქვია ასეთ მნიშვნელოვან დროს UNWTO-ს მიერ მიღებულ დეკლარაციას, რომელიც შეეხება გლობალურად მსოფლიო ტურიზმის მომავალს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მიერ მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.

ნათია თურნავას განმარტებით, ე. წ. „თბილისის დეკლარაცია“ შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, რათა ქვეყანა, ტურიზმი იყოს უსაფრთხო და ჩვენი როლი გლობალურ ტურიზმში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება გრძელდება ფორუმით, რომელსაც კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან - ფორუმი ტურიზმის სექტორში ინვესტიციების თემას ეძღვნება.

„საქართველო ამ მხრივ არის ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი და მზარდი ქვეყანა - ჩვენ პანდემიის დროსაც კი არ შევაჩერეთ ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო პროექტები, ათამდე ახალი სასტუმროო დაფინანსდა, იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები, ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან აქტიურად ეხმარება როგორც არსებულ, ასევე ახალ სასტუმროების პროექტებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ძალიან საინტერესო იყო ფორუმზე მოსმენა, რომ მსოფლიო ტურიზმის მომავალი ინოვაციები, დიჯიტალიზაცია და მეტი ახალი ტექნოლოგიაა. მინისტრის შეფასებით, საქართველო ამ მხრივ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რადგან ძალიან ბევრი ელექტრონული პლატფორმა სწორედ კოვიდ-პანდემიის დროს დაინერგა, მათ შორის - „იმუშავე საქართველოდან,“ რომელიც მოუწოდებს „ფრილანსერებს,“ დისტანციურად დასაქმებულებს მთელი მსოფლიოდან, რომ ჩამოვიდნენ და თავიანთი საქმიანობა საქართველოდან წარმართონ.

„ეს პროგრამა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ბიზნესვიზიტორების პლატფორმა და ბევრი ინოვაციური გადაწყვეტილება, რომლებზეც მთავრობა და ჩვენი სამინისტრო მუშაობს. ასევე საინტერესოა ის პროგრამები, რომლებსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აანონსებს და მათ შორის საქართველოშიც აამოქმედებს - ეს არის აგროტურიზმის, ასევე სხვადასხვა მცირე სოფლის მხარდაჭერა, რაც მომავალში ძალიან საინტერესო იქნება უცხოელი ვიზიტორებისთვის, რომლებსაც ახალი, უნიკალური ადგილების მონახულება ენდომებათ და რა თქმა უნდა, ამაში მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა