ტელეკომპანია „კავკასიამ“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე გამოიტანეს.
კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „კავკასიის“ მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო.
ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ცვლილების შედეგად, ტელეკომპანია სამაუწყებლო ბადის გავრცელებას თანამგზავრული სისტემის მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით შეძლებს.

















