თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი
„StrategEastStateand IT EurasianForum“ გაიხსნა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. ფორუმი ორგანიზებულია აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast“ ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაშიგაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს.
ფორუმი თავს უყრის IT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს, „Think Tank“-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს.
COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი იმართება უჩვეულო - ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით. მონაწილეთა ერთი ნაწილი ისაუბრებს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფება, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით შემოუერთდება. ღონისძიების პირდაპირი ეთერი საშუალებას მისცემს თემით დაინტერესებულ აუდიტორიას ონლაინ ადევნოს თვალი ფორუმის მსვლელობას.
ფორუმის მთავარი მომხსენებელიაპროფესორი ბეატა ჯავორიკი (Prof. BeataJavorcik) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი. ფორუმის დადასტურებულ გამორჩეულ მომხსენებლებს შორის ასევე არიან:
არკადი დობკინი - EPAM Systems, პრეზიდენტი (აშშ);
დოქტორი კაუშ არჰა - USAID სტრატეგიული ჩართულობის უფროსი მრჩეველი;
დოქტორი გრიგორი ასმოლოვი - კინგს კოლეჯი (UK);
სებასტიან მოლინესი - მსოფლიობანკისსამხრეთკავკასიისრეგიონალურიდირექტორი (USA);
ალექსანდრე ბორნიაკოვი - ციფრულიტრანსფორმაციისმინისტრისმოადგილე (Ukraine);
ვიტალი ტარლევი - ეკონომიკისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს სახელმწიფომდივანი (Moldova);
რაშად აზიზოვი - ინოვაციებისადაციფრულიგანვითარებისდეპარტამენტისუფროსი, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისდამაღალიტექნოლოგიებისსამინისტრო (Azerbaijan);
პაველ კოკტიშევი - ნაციონალური საინფორმაციო კომუნიკაციების ჰოლდინგის „ZERDE” საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე(Kazakhstan);
ირაკლი ნადარეიშვილი -ეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისმინისტრისმოადგილე (Georgia);
ნიკოლოზ გაგუა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე (Georgia);
თამარ ქიტიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისადასპორტისმინისტრისმოადგილე(Georgia);
ავთანდილ კასრაძე - საქართველოსინოვაციებისადატექნოლოგიებისსააგენტოსთავმჯდომარე.
StrategEastStateand IT EurasianForum - ის პლენარულ და პანელურ სესიებზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
● შრომის ბაზრის ტექნოლოგიური მომავალი;
● საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია;
● ციფრულიმდგრადობა;
● ტექნოლოგიური განათლება;
● მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება;
● ხელოვნური ინტელექტი;
● IT ინდუსტრია საქართველოში;
● სტარტაპები;
● ცენტრალური აზია, როგორც ახალი IT ჰაბი;
● გლობალურიგანვითარებისსააგენტოებისროლი IT ინდუსტრიაში.
წელსფორუმისწამყვანთემადშეირჩა "ტექნოლოგია, როგორცწამალი" - ფორუმის მონაწილეები IT ინდუსტრიას განიხილავენ, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.

















