logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკა და ბიზნესი მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებს
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკა და ბიზნესი მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებს
19:42 14.09.2020
„პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკა შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას, ბიზნესი გააგრძელებს მუშაობას, ჩვენი კლინიკური სექტორი, ჩვენი ეპიდემიოლოგები ასევე გააგრძელებენ და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებენ პრევენციაზე და ვირუსის გამოვლენაზე მუშაობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანას ადეკვატური შესაძლებლობა აქვს როგორც ტესტირების სიმძლავრეების, ასევე საავადმყოფოების თვალსაზრისით. მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააძლიეროს ის პირველი დადებითი ნიშნები, რომლებიც უკვე გაჩნდა ჩვენს ეკონომიკაში, მიუხედავად მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიისა.

„მათ შორის თუნდაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა; ეკონომიკური ვარდნის ტემპის არსებითი შემცირება; ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდა, რაც უკვე ივნის-ივლისში შეინიშნება; მათ შორის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც ძალიან დიდი იმედით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას. ეს არის ადაპტაციის ეტაპის მთავარი არსი - ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად, ჩვენმა ეკონომიკამ მუშაობა გაგრძელოს პანდემიის მიუხედავად. ჩვენ, მთავრობა სრულად ვმართავთ ამ სიტუაციას და ვუზრუნველყოფთ ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირების შეუფერხებელ გაგრძელებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა ამ სიტუაციაში კერძო სექტორის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად იცავს თითოეული კონკრეტული ბიზნესსუბიექტი და იქ დასაქმებული თითოეული ადამიანი დაწესებულ რეკომენდაციებს და წესებს.

„მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება, ეს არ დაგვჭირდება, ასევე არ იგეგმება მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები, მაგრამ მოხდება თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ კომპანიაში ინფიცირების შემთხვევები და მათი გავრცელება, დიდადაა დამოკიდებული იმაზე, იცავენ თუ არა წესებს ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომლები“, - განაცხადა მან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა