კახეთის რეგიონის რამდენიმე სოფელში მიმდინარე აქციის „SILKNET WI-FI”-ს ფარგლებში ჩართული აბონენტებისთვის, უსადენო ტელეფონის ახალი
მოდელი ფასდაკლებით გაიყიდება.
კომპანია „სილქნეტის“ ინფორმაციით, ინტერნეტის ინსტალაციიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, უსადენო ფიქსირებული ტელეფონის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ტელეფონის აპარატის ღირებულება 9 ლარი იქნება.
აბონენტი აღნიშნული ღირებულების გადახდასთან ერთად, სატელეფონო ანგარიშს 5 ლარით ავსებს.
„სილქნეტის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირობა СDMA WP850 მოდელზე ვრცელდება, რომლის ღირებულება აქციის გარეშე 38 ლარს შეადგენს.
„სილქნეტის“ ქსელში ჩართული უსადენო ტელეფონი მომხმარებელს ქალაქის ნუმერაციით გადაეცემა. აპარატის გადაადგილება ნებისმიერ ადგილას - თბილისსა და რეგიონშია შესაძლებელი, სადაც „სილქნეტის“ უსადენო ქსელია.

















