logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: კოვიდ-ისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა
ნათია თურნავა: კოვიდ-ისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა
11:39 12.09.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოერთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გაერთიანების სამეფოს ელჩი უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც „ბრექსიტის“ შემდეგ ამოქმედდება.

„გაერთიანებულ სამეფოსთან ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. დღეს კოვიდ-ისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრიტანეთი ლიდერი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით და 2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32 პროცენტი სწორედ ბრიტანეთზე მოდის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

„ბრიტანული კომპანიების სახელით გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორების, აგრეთვე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და მაღალტექნოლოგიური პროექტების მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ ჩვენი ახალი პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რათა მოვიზიდოთ მეტი ბრიტანელი ინვესტორი საქართველოში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა