logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენ ჩამოვიყვანეთ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ საქართველო ბევრი შესაძლებლობების ქვეყნაა
ნათია თურნავა: ჩვენ ჩამოვიყვანეთ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ საქართველო ბევრი შესაძლებლობების ქვეყნაა
17:58 11.09.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს უმასპინძლა, რომლებიც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს აშშ-დან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთიდან ეწვივნენ. ლოკაციების კონსულტანტები საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნენ და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოში მყოფი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრისას საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ინვესტორების მოზიდვის პროაქტიული სტრატეგია გააცნო, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, თუმცა პანდემიამ მას ახალი თავისებურებები შესძინა.

„მაგალითად, პანდემიის პერიოდში ჩვენ დავინახეთ და მსოფლიომ დაინახა, რომ ბევრი გლობალური კომპანია ფიქრობს იმაზე, რომ შეცვალოს თავისი წარმოების ლოკაცია და მიწოდებათა ჯაჭვის გეოგრაფია. ჩვენ ამაში დავინახეთ შესაძლებლობა, რომ საქართველო შევთავაზოთ ასეთ ინვესტორებს და კომპანიებს საუკეთესო პლატფორმად, სადაც ისინი დააფუძნებენ ახალ კომპანიას, გადმოიტანენ არსებულ ბიზნესს, აქედან ივაჭრებენ მსოფლიოს 1/3-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მეშვეობით, დაამოკლებენ ლოგისტიკას და სხვა იმ უპირატესობებით ისარგებლებენ, რასაც ჩვენი საინვესტიციო გარემო სთავაზობს მათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ქართულმა მხარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში პირადად მოიწვია რამდენიმე ათეული ე.წ. ადგილმდებარეობის კონსულტანტი, ვინც სხვადასხვა გლობალურ კომპანიას აძლევენ რჩევას მათი ბიზნესის განთავსებასთან - გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით.

ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათ რუკაზე საქართველოც გაჩნდეს - შემდეგ უკვე ისინი საქართველოს შესახებ ინფორმაციას და რჩევას მიაწვდიან სხვადასხვა ქვეყნის კომპანიას, გლობალურ ბიზნესს.

„ჩვენ ჩამოვიყვანეთ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები და მათ პირველი შთაბეჭდილება შეექმნათ საქართველოზე. რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნდნე, რომ საქართველო არის ბევრი შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, საკმაოდ კომფორტული იმისთვის, რომ აქ მარტივად, სწრაფად, გამჭვირვალედ, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე კეთდებოდეს ბიზნესი, ფუძნდებოდეს ახალი კომპანიები, რაც ბევრ საერთაშორისო რეიტინგშია ასახული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა